"ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად !' - ამის შესახებ პარტია " გახარია საქართველოსთვის" ერთერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ბათუმში, გიორგი მომხდარ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს:
"ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ რამხელა შეცდომა დაუშვით ქართული ოცნება / Georgian Dream. დანდობა არ იქნება, გპირდებით!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ!
ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად !" - წერს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისათვის: პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
არსებული ინფორმაციით, გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.