მთავარი ფოკუსი ახლა აბსოლუტურად ყველა აქტორის, უნდა იყოს გასწორებული არჩევნებზე, იმიტომ რომ ეს არის რეალურად ერთადერთი გზა დარჩენილი, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს, -  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გამოგონილ მასონებს ებრძვიან და რეალურად ქვეყანა ევროინტეგრაციის გზიდან გადაიყვანეს. რეალურად, რუსული კანონი მიიღეს, რომლითაც ქვეყანაში გააფორმეს ავტორიტარიზმი და რომლითაც ქვეყანაში გააფორმეს საგარეო კურსის ცვლილება. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა და მთავარი ფოკუსი ახლა აბსოლუტურად ყველა აქტორის, უნდა იყოს გასწორებული არჩევნებზე, იმიტომ რომ ეს არის რეალურად ერთადერთი გზა დარჩენილი, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.