ვიხილეთ ივანიშვილისა და მისი „ოცნების“ მარცხი, რადგან გადაიქცნენ იმად, რასაც თავად ებრძოდნენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მითი, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფრის გათვლა შეუძლია, შეცდომებს არ უშვებს საერთოდ, მას ჭარბი ნდობა აქვს და ასე შემდეგ, დაიმსხვრა თავიდან ბოლომდე. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს არის დამარცხებული არა მარტო ქართველ ხალხთან, არამედ ის დამარცხებულია საკუთარ თავთანაც. ანუ ჩვენ ვიხილეთ, ბიძინა ივანიშვილის და მისი „ოცნების" მარცხი, იმიტომ რომ ეს ადამიანები გადაიქცნენ იმად, რასაც თავად ებრძოდნენ და რაც ყველაზე მთავარია, პლუს ამ გაუგონარ ძალადობას დაამატეს ზედ, ყველაზე მძიმე, რაც შეიძლებოდა დაემატებინათ, საგარეო კურსის ცვლილება",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.