მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, აქცია იმართება. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ბანერები მიიტანეს, რომელთა შორის გამოჩნდა ბანერი წარწერით: „თავისუფლება მიხეილ აღმაშენებელს“.

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე პარლამენტი არ გაიწვევს კანონპროექტს, პროტესტი არ შეწყდება. 

აქციის მონაწილეები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან. სტუდენტების განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, „რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს“.

თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.