სიბინძურე, მორიგი ტყუილი, - "შინდისის გმირებს" სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები ... "- წერს მსახიობი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში.

სიბინძურე, მორიგი ტყუილი, - "შინდისის გმირებს" სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები ... ახლა დამირეკა გარდაცვლილი გმირის, - მიშიკო დვალიშვილის მამამ, ძალიან აღელვებული იყო, მიშიკოს დედას წნევა ვერ დაურეგულირეს ისე ცუდად არის შვილმკვდარი ქალბატონი, გუშინდელი მორიგი ტყუილი მოისმინა ბინძური ტელევიზიის ცრუპენტელა ჟურნალისტისგან - ვინმე დეა მამისეიშვილისგან, თურმე გაჰკივის, შინდისის გმირის - მიხეილ დვალიშვილის ბიძაშვილი ვარო, ხალხნოოო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მორიგი ბოროტება! არავითარი კავშირი არ აქვთს ამ უზრდელ გოგოს მიშიკოს ოჯახთან! გაფრთხილებთ, გაეშვით "შინდისის გმირების" სახელების ხსენებას, დედას გიტირებთ ყველას, თქვე უნამუსოებო, მე მაინც არ ვიცოდე ვინ ხართ და ვინ რა გააკეთა იმ ბიჭებისთვის... ძალიან მალე დაგივლით ყველას, ძალიან მალე, უხ თქვენი .....!!!! - წერს ედმონდ მინაშვილი.