საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ეწვევა.- ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი“, – ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.