იმედია, მომავალ თვეში საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ვიზიტით თურქეთს. ამგვარად, კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთს შორის, – ამის შესახებ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, რუმან ქურთულმუშმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმედი მაქვს და სურვილს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო დააჩქარებს, უფრო ინტენსიურს გახდის ჩვენს ურთიერთობებს. ვსარგებლობ ამ საშუალებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის საქართველოსთან“, – განაცხადა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.