საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო. ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამშობლოსადმი სიყვარული და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება სამაგალითო და დასაფასებელია. სამძიმარს ვუცხადებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.