საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ნორვეგიის სამეფო ოჯახსა და ნორვეგიელ ხალხს.

სამძიმრის წერილს, საქართველოს პრეზიდენტი X-ზე ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ ნორვეგიის სამეფო ოჯახსა და ნორვეგიელ ხალხს. ამ მწუხარების ჟამს საქართველო სოლიდარობას უცხადებს ნორვეგიას,"- წერს მიხეილ ყაველაშვილი.