ჩვენი ვალდებულებაა, ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო და ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა თავის ქმედებებსა და გამონათქვამებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისევ ახერხებს ზოგიერთი ადამიანის მოტყუებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ძალებმა, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სამშობლოს წინაშე, კიდევ ბედავენ და სურვული აქვთ, საჯარო სივრცეში ისაუბრონ და თავი გაიმართლონ. ეს მიუღებელია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. არასდროს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ასეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი, სახელმწიფო არ ყოფილა. ჩვენი ვალდებულებაა, ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო და ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა თავის ქმედებებსა და გამონათქვამებზე. ეს ეხება გიორგი ბარამიძეს. ბარამიძე განსხვავებული არ არის იმ ხელისუფლებისგან, ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. ძალიან მარტივი გასაშიფრია თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები, კონტრასტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, დღესაც კი სინანულსაც არ გამოთქვამენ – 500-მდე გარდაცვლილი ადამიანი, 120-მდე ჩვენი დაკარგული სოფელი, უბრძოლველადა დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი ტრაგედია ჩვენს საქართველოში როგორ ვითარდებოდა.

ამ ადამიანებს, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით ასეთი დანაშაული ჩაიდინეს, ჯერ იმავე დღეებში ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე, როცა ჯერ კიდევ, აი, ეს ჩემს უკან დაკრძალული საქართველოს გმირების ცხედრები გაციებული არ იყო. აწ გარდაცვლილმა უწმინდესმა და უნეტარესმაბ შეძლო და ჩვენი გმირების ცხედრები გადმოასვენა. საქართველო გლოვობდა და განიცდიდა ამ ტრაგედიას და ეს ძალა, რომლისთვისაც ეს უმნიშვნელო იყო და დავალების შემსრულებელი იყო და დავალებითვე გააგრძელა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მაშინ მოხდა ევროპის ქვეყნების და ამერიკის დათბობის პოლიტიკა, ხელისუფლებას დაევალა, ისინიც ამ რეჟიმში გადასულიყვნენ, მაშინ როცა ანწუხელიძეს აწამებდნენ და ეს გმირები ქუჩაში ეყარნენ. ხმა არ ამოუღიათ და პირიქით, დათბობის პოლიტიკას აწარმოებდნენ და მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები, გააუქმეს ცალმხრივად სავიზო რეჟიმი და ლარსზე ელოდებოდენ. რუსულ ფულს სუნი არ აქვსო, კულტურული ურთიერთობების აღდგენას ცდილობდნენ. ჩვენი ომი იყო, ხმა რა მოუღიათ და დღეს, როცა უკრაინაში შეიჭრა, მაშინ გახდა თურმე რუსეთი ოკუპანტი და მაშინ გაგვახსენდა ანწუხელიძე? ამას ქართველი საზოგადოება არაფრის დიდებით არ მიიღებს და ყველას სათანადო პასუხი გაეცემა.

ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი რომ არის, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში, საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა, ყველაზე სამარცხვინო. არ ახსენდება ქართველ ადამიანს და არც მე მახსენდება, რომ ლიდერმა საკუთარ დაცვას გაასწროს რაღაც თვითმფრინავის ხმაზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა და ისე სამარცხვინოდ მოიქცა, ეს მის ინსტინქტებს აჩვენებს.

ჩვენ ძალიან ძლიერი საზოგადოება ვართ, სამწუხაროდ, ეს სახადი მოვიხადეთ და ჩვენი გამოცდილებით მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედიის სახით. თუმცა, დღეს ჩვენ ვართ გაძლიერებული, დღეს ვართ ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს მსგავსს დღეებს საქართველოსთვის, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება ამაყად და უნდა იყოს მხნედ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროცესები, რომელიც გრძელდება, არის ერთმანეთთან დაკავშირებული. დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ჩვენთან სამწუხაროდ, კიდევ ახერხებს ზოგიერთი ადამიანის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, განსაკუთრებით ახალგაზრდების. ახალგაზრდების პასუხი, რომ ისინი პატარები იყვნენ და არ ახსოვთ არ იციან, ესეც სამარცხვინო პასუხი არის, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული და გადავარჩინოთ ამ ძალის ქმედებებისგან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.