ფსონი დაიდო სალომე ზურაბიშვილზე და ითქვა, რომ გლობალური ომის პარტია გააკეთებს ყველაფერს ისე, რომ როგორმე სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის მიეწეროს სალომე ზურაბიშვილს - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების მოლოდინზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. გლობალური ომის პარტია ამ ეტაპზე საქართველოში ფსონს დებს ქვეყნის პრეზიდენტზე და ყველანაირად ეცდება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება სწორედ ზურაბიშვილის დამსახურებად გაასაღონ.

„რატომ უთხრეს სამნიძეს, რომ იქნებ როგორმე გაერთიანდეს ეს რადიკალური ფრთა, შესაძლებელია სტატუსი მოგვცენ და რადიკალური ოპოზიცია იქნება დამარცხებულ მდგომარეობაში. ცხადია, ფსონი დაიდო სალომე ზურაბიშვილზე და ითქვა, რომ გლობალური ომის პარტია გააკეთებს ყველაფერს ისე, რომ როგორმე სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის მიეწეროს სალომე ზურაბიშვილს. ახლა წავა მუშაობა ქულების დაწერაზე და პროცესები წავა იქითკენ, რომ ალტერნატიულ მთავრობაზე დაიწყოს მუშაობა. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა გამოამჟღავნა ის, რაც მზადდებოდა საქართველოში. რაც მოხდა უკრაინაში, საქართველოც უნდა გამხდარიყო ამ პროცესის ნაწილი და უნდა მომხდარიყო დაპირისპირება რუსეთთან,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.