საბჭოთა კავშირს მიბრუნებ შენ ევროკავშირი და მეუბნები, ეს წესები თუ არ გაითვალისწინე, ასეთი ვერ გახდებიო, ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ეს უკვე გავიარეთ ჩვენ და აღარ დავთმობთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, რადგან ასეთი რეზოლუციები მიიღება, ე.ი. რეგრესისკენ არის ეს ორგანიზაცია წასული

„ევროკავშირი არ არის მიზანი, რომ ჩვენ იმ მიზნისკენ წავიდეთ. ჩვენ ახლა გვინდა ძლიერი, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო. გუშინ ქილიკითაც ვახსენე, თუ ჩვენ ამ გზას მყარად დავიცავთ, ასე იქნება.

რადგან ასეთი რეზოლუციები მიიღება, ე.ი. რეგრესისკენ არის ეს ორგანიზაცია წასული. ასეთი განსჯის გარეშე, ასეთი ზედაპირული და შეურაცხმყოფელი რეზოლუციები რომ მიიღება, იმას არაფერი ესაქმება სამართლიანობასთან. ხომ გავხდით უკვე ბევრ რამეში სამაგალითო, კიდევ უფრო მეტად სამაგალითო გავხდებით. ეს გამოცდაც არის ჩვენი ქვეყნის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.