მინდა ყველას გავახსენო, რომ ივანიშვილის დავალებით საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩემთვის და ქართველი სამხედროებისთვის ბრალი წაეყენებინა, თუმცა ოლიგარქს არაფერი გამოუვიდა, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილს სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დიქტატორის ხელისუფლებამ მორიგი ღალატის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც უკვე მერამდენედ საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა და რუსეთს დაპირდა, რომ გამოიძიებს.
რაც შეეხება გამოძიებას, მინდა ყველას გავახსენო, რომ ივანიშვილის დავალებით საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩემთვის და ქართველი სამხედროებისთვის ბრალი წაეყენებინა, თუმცა ოლიგარქს არაფერი გამოუვიდა და ჰააგამ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ საქართველოს არაფერი დაურღვევია. სამაგიეროდ, რუს სამხედროებზე დაპატიმრების ორდერები გაიცა.
ყოველი დღე დიქტატორის ხელისუფლებაში ყოფნის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის სასიკვდილოდ საშიშია.
ძალა ერთობაშია!“, - წერს სააკაშვილი.