მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, მას ბორკილები მაქსიმალურად მოუჭირეს, რამაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ეპიზოდი გაახსენა.

„ამათი [ციხის] თანამშრომელი მეუბნება, რომ უნდა მოგიჭიროთ ბორკილი მაქსიმალურად. მე ვეუბნები, რომ კი მაგრამ, რატომ, რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე ხომ მიშა ვარ?! ჰოდა, მიშა რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგიჭირო. იცით ვინ გამახსენდა? აბა გაიხსენეთ - ბერბიჭაშვილი. ილია ვარ, არ მესროლოო და ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოო,'' - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.