გამაოგნებელია, რომ ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განმარტებით, ამ ხალხს ხან ერთი სუბიექტის, ხან მეორე სუბიექტის გავლით სურს, მიუერთდეს ივანიშვილის ფულს.
„ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა და აწი ალბათ ვეღარც ისწავლის, ხან ერთი სუბიექტის, ხან მეორე სუბიექტის გავლით ლამობენ, მიუერთდნენ ივანიშვილის ფულს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.








