სამწუხაროდ, სასამართლომ დღეს მიმართვის გაკეთების საშუალება არ მომცა. ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში მსურდა, საკუთარი მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც გამეზიარებინა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა იმპერიული წყობის დამყარებიდან 103 წელი გავიდა. სიმბოლურია, რომ ერთი დღით ადრე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 
სწორედ ამ თემაზე მსურდა ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა და უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა ხელახლა გამომეცხადებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლომ დღეს ამ მიმართვის გაკეთების საშუალება არ მომცა.
ამავე დროს, ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში მსურდა, საკუთარი მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც გამეზიარებინა.
2022 წლის 24 თებერვლიდან, არც ერთ წუთს არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ამ უმძიმეს დაპირისპირებაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, რაც ყველა იმ გმირის გამარჯვება იქნება, რომლებიც სხვადასხვა დროს შეეწირნენ რუსულ იმპერიასთან ბრძოლას!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.