"მე ერთი რამე კარგად ვიცი, რომ ბრალდებულს არ შეიძლება ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან, ნივთმტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში. მე დღეს სპეციალურად პიჯაკების საქმეზე ჩავიცვი პიჯაკი, ის ნივთმტკიცებულება, ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში მე არ უნდა მქონდეს, თავისთავად რომ ის პიჯაკები მაქვს მე, ნუთუ ეს არ მიუთითებს იმაზე რამდენად სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავია ეს თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე" - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც  ე.წ. პიჯაკების საქმეზე საკუთარ პროცესს დისტანციურად კლინიკა "ვივა მედიდან" ერთვება.

მისი თქმით, სპეციალურად ჩაიცვა პიჯაკი, რომელიც საქმეში ნივთმტკიცებაა და წესით მას არ უნდა ჰქონდეს.

დღეს, სასამართლოში "ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე" ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა განახლდება