გმირი პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, მაძლევს სტიმულს ჩემი სიცოცხლის შესანარჩუნებლად - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აზოვის მეომრების საოცარი დაბრუნება თურქეთიდან უკრაინაში, უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხლებით და ორგანიზებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელები თავისიანებს არასდროს მიატოვებენ.
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრეზიდენტ ვ. ზელენსკის შეხვედრამ ზმეინის კუნძულზე, რაც სიცოცხლისთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
გმირი პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, გმირულად მებრძოლ მეომრებში გამარჯვების რწმენას განამტკიცებს და მაძლევს სტიმულს ჩემი სიცოცხლის შესანარჩუნებლად“ - წერს სააკაშვილი.