უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5-ე კოლონა, რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბობს საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება.

დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს ქართველი ხალხის მიმართ. უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5-ე კოლონა რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბობსსაქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე. ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა.