მეგობრებო "ლელოდან" შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ? დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან. სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია.ან ვიქნებით ერთად ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას.არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ეს "ინიციატივა" გამოაგორეს ოპოზიციური ალიანსის გააქტიურების ფონზე. ეს აქტიურობა დიქტატურას ძალიან აშინებს.იმედ ვიტოვებ, რომ სულ მალე "ლელოსთან" ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".
ეგახსენებთ, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 15 მარტს, პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.








