რადეკი ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი იყო, როდესაც საქართველოს გადმოსცა გრომის საჰაერო დაცვის სტინგერის მსგავსი სისტემები, რომლითაც ჩვენმა არმიამ რამდენიმე რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო 2008-ში. - წერს მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში:

"დონალდ ტუსკმა რადეკ სიკორსკი დააბრუნა პოლონეთის საგარეო მინისტრად. რადეკი ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი იყო, როდესაც საქართველოს გადმოსცა გრომის საჰაერო დაცვის სტინგერის მსგავსი სისტემები, რომლითაც ჩვენმა არმიამ რამდენიმე რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო 2008-ში. 

აგვისტოს აგრესიის შემდეგ რადეკმა შვედეთის საგარეო მინისტრმა, კარლ ბილდტმა ჩემი მონაწილეობით ჩამოაყალიბეს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელმაც საფუძველი შეუქმნა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროპულ ინტეგრაციას. მაშინ ევროპარლამენტის წევრმა, რადეკ სიკორსკიმ განაცხადა: "თუ სააკაშვილი მოკვდა, ქართული სახელმწიფოებრიობა გაქრება"- წერს მიხეილ სააკაშვილი.