ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვაქვს გასაწევი შემდგომი ბარიერების გადასალახად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.
„საერთო პოზიტივში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას.
უფრო მეტიც, მოლდოვასთვის მოლაპარაკების გახსნა, მესიჯია საქართველოსთვის, რომ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვაქვს გასაწევი შემდგომი ბარიერების გადასალახად.
ჩვენ ხომ ლიდერები ვიყავით ამ სამეულის და ბოლო წლებში დავმუხრუჭდით.
ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს დაჩქარების საქმე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.