მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტუსკის პოლონეთის პრემიერ მინისტრად არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ჩემი მეგობარი დონალდ ტუსკი აირჩიეს პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრად. წინა პრემიერობის დროს, 2010 წელს სტუმრობდა საქართველოს და აღფრთოვანებული იყო ქართული რეფორმებით. 2021 წლის დეკემბერში ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისას, პარტიის ყრილობის პირველ რიგში, მან მაგიდაზე დაადგმევინა დაფა ჩემი წარწერით და გამომშვიდობებისას შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “მე ვფიქრობ, რომ ჩემი თავმჯდომარეობის საუკეთესო დასასრული მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა იქნება”. შემდეგ მან მთელი წერილი წაიკითხა და ამას ფეხზე დამდგარი მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. ყოველთვის მადლობელი ვიქნები ასეთი მხარდაჭერისთვის.
წარმატებები დონალდსა და ჩემს უსაყვარლეს პოლონეთს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.