დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ითხოვს ჩემს გათავისუფლებას. ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის იჭერს სიმართლის პოზიციას. ეს არა მხოლოდ ჩემს მიმართ მხარდაჭერის, არამედ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ჩემი მილიონობით მომხრისათვის მხარდაჭერის გამოხატვაა. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ამავე დროს, ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელს ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად და არასდროს დავიღლები, რომ მათ ვუთხრა მთელი გულით მადლობა. მათი ხმა ევროპარლამენტარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი