მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი არც ბრიუსელში და არც ბერლინში არ ყოფილა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა და განმარტა, რომს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.
„ბრიუსელსა და ბერლინში ბევრი შეხვედრა გვქონდა, სადაც მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ დასმულა. მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი არც ბრიუსელში და არც ბერლინში არ ყოფილა. ეს არის მოცემულობა. მივიჩნევ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, თუმცა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.