მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ებრაელ ერს ჰანუკას დღესასწაულს ულოცავს:
"მინდა, მივმართო და მივულოცო ყველა ებრაელს ჰანუკას დღესასწაული (მათ შორის, ჩემს საყვარელ რძალს - ადინას) და ისრაელის მოსახლეობას, განსაკუთრებით - ჩემს საყვარელ აშდოდელებს, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ.
ისრაელი ახლა ძალიან მძიმე გამოცდას გადის. მე არ მიხარია და ძალიან ვწუხვარ თითოეული ადამიანის დაღუპვაზე, ებრაელისაც და პალესტინელისაც. ამავე დროს, ყოველდღიურად ვფიქრობ ებრაელი მძევლების უმძიმეს ბედზე და აღშფოთებული ვარ იმ ცინიზმით და სისასტიკით, რომლითაც ტერორისტები დასცინიან მათ და მთელ მსოფლიოს და ასევე მტკივა ის მიმღებლობა, რომელიც მსოფლიოს დიდმა ნაწილმა გამოიჩინა ამ უბედურების მიმართ.
HANUKKAH SAMEACH!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.