ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია ქართველი ახალგაზრდების აქტიურობა და მათი დიდი მოლოდინი მაქვს.
საქართველოს მომავალზე ფიქრი წარმოუდგენელია ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე.
ხელმისაწვდომი განათლება, მათ შორის, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, სამუშაო ადგილები ახალგაზრდებისთვის და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეული მათგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას.
სწორედ "ვარდების რევოლუციის თაობა" შექმნის ახალ საქართველოს!"- წერს სააკაშვილი.