ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის ლიდერშიპს და მოვუწოდებ ყველა წევრს - არ აყვნენ ამ ქოცურ მაქინაციებს.

ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის - კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან."- წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე".