"ლეხ კაჩინსკი ყველაზე რთულ დღეებში, მათ შორის 2008 წლის ომის დროს იდგა ჩვენს გვერდით. მისი დაღუპვა იყო შურისძიება, რომელიც დღესაც გრძელდება ჩემი მისამართით."- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს შესრულდა 15 წელი, ჩემი და საქართველოს დიდი მეგობრის, პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის მარიას და პოლონეთის საზოგადოების სხვა გამორჩეული წარმომადგენლების დაღუპვიდან.

ლეხ კაჩინსკი ყველაზე რთულ დღეებში, მათ შორის 2008 წლის ომის დროს იდგა ჩვენს გვერდით. მისი დაღუპვა იყო შურისძიება, რომელიც დღესაც გრძელდება ჩემი მისამართით."- წერს მიხეილ სააკაშვილი.