ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად, აბა რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში -  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აჩვენოს საუკეთესო რაც შეუძლია, როგორც პარტიამ და ჩვენ არ მივდივართ საპატიო მეორე ადგილისთვის. [...] ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად, აბა რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ, იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. როცა ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია ..... პოლიტსაბჭო რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი.  მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე”  ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი განხილვა განახლდა.

წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, თემურ ჯანაშიამ მედიასთან განაცხადა, რომ  "ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმე" აბსოლუტურად დაცლილია სამართლისგან, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია