მიჩნდება ასეთი კითხვა, კაცს [ნიკა გვარამიას], რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ მისი მიზანი არის „ოცნების“ დამარცხება, რატომ აკეთებს ისეთ ნაბიჯებს, რომლითაც „ოცნებას“ კი არ აზიანებს, არამედ აძლიერებს, პოლიტიკური პროცესები არ ესმის? – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

„ნიკა გვარამია არც ორი დღის მოსულია პოლიტიკაში, ვერც იმას იტყვი, რომ პოლიტიკური პროცესები არ ესმის, ვერც იმას იტყვი, რომ ამ ყველაფრის ანალიზს ვერ აკეთებს. მარტივი კითხვა ჩნდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ ოცნება არის, რომ ჩვენ როგორღაც დაგვაკავშიროს „ნაცმოძრაობასთან“, როგორღაც ჩვენი მოქალაქეები მოატყუონ და დააჯერონ, რომ ჩვენ და „ნაცმოძრაობა“ ერთნი ვართ, როდესაც გვარამია გამოვიდა და თქვა, თითქოს ჩვენთან კოალიციას აკეთებს, ჩვენ კოალიციაში მოგვიაზრებს და ჩვენს მიმართ კითხვები აღარ აქვს და ბევრი რაღაც თქვა, ამით „ოცნებას“ მისცა საფუძველი, რომ გაეშალა თავისი პროპაგანდა და თავისი პროპაგანდისტული მეთოდებით მოქალაქეები მოეტყუებინა და ეთქვა მათთვის, რომ აი თურმე „ნაცმოძრაობა“ და ჩვენი პარტია, თითქოს ერთმანეთთან კოალიციას აპირებენ.

მიჩნდება ასეთი კითხვა, კაცს რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ მისი მიზანი არის „ოცნების“ დამარცხება, რატომ აკეთებს ისეთ ნაბიჯებს, რომლითაც „ოცნებას“ კი არ აზიანებს, არამედ აძლიერებს. როგორც მინიმუმ „ოცნებას“ საშუალებას აძლევს, რომ გაძლიერდეს. რა ლოგიკა არის? პოლიტიკური პროცესები არ ესმის? ლოგიკურად ვერ უყურებს თემებს? რატომ მოქმედებს ასე? ეჭვები მიჩნდება, კითხვა მიჩნდება, როგორც მინიმუმ, უშუალოდ ნიკა გვარამია, რატომ აძლიერებს „ოცნებას“, რატომ აძლევს საშუალებას გაძლიერდეს",- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 „მთავარი არხის“დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა - რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები?