დღეს სიტყვებით ფარიკაობა უფროა, ვიდრე რეალური საქმის კეთება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით განაცხადა. ინტერვიუს სრულ ვერსიას ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე ამონარიდს.
ახსენეთ შინაარსი და არ თვლით, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი ამ თვალსაზრისითაც? იგივე საზოგადოების ინფორმირების მიზნით, იმიტომ, რომ ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს ჰგონია, რომ ეს ფაქტობრივად წევრობას ნიშნავს, მაშინ, როდესაც აქამდე შორია. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი. ის, რაც უნდა კეთდებოდეს, ამის ნაცვლად დღეს ცოტა უფრო... ასე, ვთქვათ სიტყვებით ფარიკაობა გვაქვს ჩვენ, ვიდრე რეალური საქმის კეთება, რომელიც მეორე პლანზეა გადასული. ამგვარი მიდგომა სწორი არ არის. ევროპული ინტეგრაცია ისეთი თემაა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ყოველდღიური საქმიანობის არსს უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის, რაც თქვენ ბრძანეთ, სულაც არ არის საფუძველს მოკლებული. ცნობისთვის, ევროკავშირმა ივნისში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიანიჭოს თუ არა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი