პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმზეა გადასული.
"სააკაშვილი არის თვითდაზიანების რეჟიმში და არ ჭამს საჭმელს. ზოგიერთი ამბობს, რომ ვერ ჭამს. მაშინ რას მივაწეროთ ის ამბავი, რომ გადასხმებზე ამბობს უარს? მარტივი ამბავია.
რომელიმე თქვენგანს კითხვა არ გიჩნდებათ, რომ საჭმელს მართლა თუ ვერ ჭამს, ამის შეცვლა სხვა სამედიცინო საშუალებებით ხომ შეიძლება.
რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას, რომ სხვა გზით მიიღოს შესაბამისი კალორიები? გადასხმასაც ვერ იკეთებს? ხომ შეუძლებელია. ამიტომ მარტივი ტყუილია,"- აცხადებს მდინარაძე.