თვითონ ამბობენ: „რომ ვერ მივიღებთ [კანდიდატის სტატუსს], ასე და ისე უნდა ვქნათ. ანუ, მათი მიზანია, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირაში“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამისთვის დადიან ევროპაში, ამავე მიზნისთვის არაფერს იშურებენ მათი ლობისტებიც.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის მათი გენეტიკური კოდი. რა - ისინი არასოდეს ემსახურებიან თავის ქვეყანას. საქართველოს ისინი არ ემსახურებიან, არასდროს. ვის და რას ემსახურებიან ეს მეორე საკითხია. ბევრ რამეზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამოდის რომ სიტყვით არიან პროდასავლურები და ვითომ მათ გარდა სხვას არ უნდა ევროპა, ევროპელობა და ღირებულებები, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ყოველთვის აკეთებენ რუსულ საქმეს“, - აცხადებს მდინარაძე.