რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, არ შეიძლება და უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ მას [ლევან ხაბეიშვილს] არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი, თვითონ შევარდა პოლიციელთა ჯგუფში და იქ რა მოხდა, გამოძიებამ უნდა თქვას - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
„ხელისუფლებას აქვს მშვიდობის ყველანაირი რესურსი. მინიმალური დაზიანებით რაღაც გადაცდომები მართლა არის ხოლმე. დღეს პრემიერ მინისტრმაც გააკეთა განცხადება, მართლა ძალიან არ მომწონს პოლიტიკოსი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, არ ვარგა ეს, არ შეიძლება და უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, მაგრამ ამასობაში ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ მას [ლევან ხაბეიშვილს] არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი, თვითონ შევარდა პოლიციელთა ჯგუფში და იქ რა მოხდა, გამოძიებამ უნდა თქვას. დღეს ვიღაცებმა იკადრეს და კობა დავითაშვილს ადარებდნენ. კ
ობა დავითაშვილს მიეპარენ, წაიყვანეს, სასტიკად სცემეს, როგორ შეიძლება ამის შედარება ერთმანეთთან? მაინც არ ვამართლებ რაც ვნახე, მის სახეს, მაგრამ აქეთ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, საშინელებაა, როგორი მოსათმენია? ჩვენ კიდე გამოგვიმუშავდა რკინის ნერვები, პოლიტიკოსები მე მგონი ადამიანებად აღარ ვიწოდებით, ნერვები აღარ გვაქვს, მაგრამ პოლიციელები არიან ადამიანები, როგორ გინდა ათასობით ადამიანიდან გააკონტროლო დედის გინებაზე და სახეში ფურთხებაზე? რთული ამბავია და შეიკავონ თავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე
ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.