"პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება!" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდი განცხადებას, რომელიც ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გაბარდი მათ შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო.