საქართველოს ვიცეპრემიერმა რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ თანამდებობიდა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. 

მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება თუ გუნდს დასჭირდება.

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ რომ ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქმის წელი.

მადლობა ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ამ 10 წლის განმავლობაში, თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური და ურთულესი. არ არის მარტივი ამბავი და მე მინდა რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. 

მე არ გეუბნებით რომ დაბრუნებას ვაპირებ ან... თუ დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები და სხვა გამოსავალი არ ექნება საკუთარ გუნდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. აქედანვე გეუბნებით, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ გვერდებიდან რომ ცდილობენ პოლიტიკაში შემოჩოჩებას ეს ჩემგან არ იქნება. ჩემი სტილი რომ არ არის ალბათ ამაში ბევრი დარწმუნებული ბრძანდებით.

ასევე გეტყვით, რომ მეფიქრა, რეგიონებს ვინც მიხედავს ასეთი ჩემს გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. " - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.