ვიცეპრემიერი და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც.
ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ რომ ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქმის წელი." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.









