მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ - არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას - ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხის განხილვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო…იგივე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია - მათი ლოგიკით შეუძლია მართოს ქვეყანა. მეორე ნაწილის მიხედვით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია - მათი ლოგიკით თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს. საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას" - წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ სხდომაზე განაცხადა: იმედია, სხდომაზე არ დასწრება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებით განხილვა დაიწყო