ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტია, რომელიც ათასობით ადამიანს ეხება, ძალაში ხვალ შევა.

"ხვალ საქართველოს პარლამენტი მიიღებს და ძალაში შევა ამნისტია, რომლითაც 1000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5000-ზე მეტ პატიმარს პერიოდულად, სხვადასხვა ეტაპზე, დროთა განმავლობაში შეეხება ეს ამნისტია და დატოვებენ საპატიმროებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.