ჩემი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის გადმოსახედიდან, აუცილებლად გასასამართლებელია ეს საშინელი მოძრაობა - ე.წ. „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ადრე დაწყებულიყო [ეს პროცესი], - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „უეფას“ მედიაოფიცერმა, ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - რამდენად საჭიროა ამ ტიპის საგამოძიებო კომისია, რომ გამოძიებული იყოს სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე?

„ბევრი ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და მოესწრებოდა ყველაფერ ამას, რასაც ახლა მე ვესწრები, რადგან თქვენ იცით ბევრი ადამიანი ელემენტარულად გაქრა, აღარ არსებობს, კაცმა არ იცის სად არიან, ბევრი კი სამწუხაროდ ვერ მოესწრო 17 წლის მერე ამ ამბავს. ახლა სააკაშვილი ზის ციხეში, ციხეში კი არა, ლამის კურორტზეა და ესეც გასაკვირია, ამდენი რამის ჩამდენი ადამიანი, ასეთ პირობებში როგორ ზის და ალბათ დაგვცინის კიდევაც“, - განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.