"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ დღეს მკაცრი პროტესტის დროა.
მისი თქმით, "ხალხის ძალის" კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონია.
"ეს რუსული კანონი “კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს. ეს არის პირდაპირი განცხადება, რომ "ქართულ ოცნებას" ევროპა არ სჭირდება და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ეს ისტორიული შესაძლებლობა.
დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, წაართვას ჩვენს შვილებს მომავალი!" - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკზე"