განათლებისა მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძე პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ეხმაურება და ანეგდოტს უწოდებს:

"ანეგდოტია… მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze-მ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზად არის სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სტაჟირება 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება, ხოლო 2 კვირის წინ, მესამე მოსმენით მივიღეთ კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურში სტაჟირება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ანაზღაურებადი ხდება.

შემდეგი დაპირება ალბათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დავალიანების განულება იქნება, ან სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება შეიძლება შემოგვთავაზოს…" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.