ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების - მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის. ეშინია, რომ საზოგადოება საბოლოოდ გაერკვეს, რა არის ნამდვილი სიქველე და რა არის ადამიანის სულის ყიდვა, როცა მას უჭირს და მერე ამ “სიკეთის” მუდმივად შეხსენება.  - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ფონდების დახურვის მთავარი მიზეზი ეს არის - ივანიშვილი მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამოდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის  გამო შექმნილი პრობლემები აქვთ. 


ახალი ფონდები გაიხსნება, უფრო მეტი ადამიანი გაიღებს მოყვასისთვის უანგარო დახმარებას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა! 


პ.ს.  ბიძინა ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის. ქველმოქმედს ირქმევდე  და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე  - არმოსული ამბავია! - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკში". 

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის 17 მარტს განახორციელა "ნანუკას ფონდი"-ს, "ფროსფერითი-ს, "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"-ს, "სირცხვილია" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"-ს საბანკო ანგარიშების დაყადაღება