საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პატარა ქვეყნისთვის ასეთი ასპარეზობა საამაყოა. 

"დიდი წარმატება მსურს ვუსურვო საქართველოს ნაკრებს. ნამდვილად შთამბეჭდავი იყო ის მონაწილეობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ვუსურვებ, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ ოლიმპიურ თამაშებზე. ნამდვილად საუკეთესოდ გამოიყურება საქართველოს ნაკრები და პატარა ქვეყნისთვის ასეთი კარგი წარმოდგენა ნამდვილად საამაყოა და ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს ნაკრებს," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.