მსოფლიო მთავრობათა სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა აღნიშნულ სამიტში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში ჩართული იქნება სხვადასხვა ღონისძიებაში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
„პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად სხვადასხვა სახელმწიფოსთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.










