საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეოთხე რაუნდის ფარგლებში შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, აჰმად ჰასენ ალ-ჰამადისთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.