საქართველოს ხელისუფლება უერთდება იმ მწუხარებას, რაც დღეს არის კათოლიკურ სამყაროში, - განუცხადა „ქრონიკას“ რომში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

„საქართველოს ხელისუფლება უერთდება იმ მწუხარებას, რაც დღეს არის კათოლიკურ სამყაროში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტის მეთაურობით, იმყოფებიან რომში და დაესწრებიან დაკრძალვის ცერემონიას, სადაც მონაწილეობას მიიღებს თანამედროვე მსოფლიოს ლიდერები, სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირები. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს საქართველოც არის მათ შორის“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 26 აპრილს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.