კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ლევილის ქართველთა მამულში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდგომ ეტაპზე და ქართულ-ფრანგული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს კინოს, ლიტერატურის, არქეოლოგიისა და მუზეუმების მიმართულებებით თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურული მოქმედების მრჩეველი სალომე გეორგიევი ესწრებოდნენ.









