"ქართული ოცნება" პრობლემაა, სააკაშვილის მართველობა ტრაგედიაა, განსხვავება ჩემეული აღქმით, შეიძლება აქ დავდო",- ამის შესახებ, პოეტმა, დავით მაღრაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
"ახლოვდება 2020 წლის არჩევნები, სამწუხაროდ, ჩემს თვალსაწიერში ისეთი ახალი რამ, რისი მოლოდინიც მქონდა, რომ შეიქმნებოდა, გამოიკვეთებოდა, ჯერჯერობით არ ჩანს. სამწუხაროდ, ისევ ამ ორპოლუსიან სისტემაში უწევს საქართველოს მოქალაქეს არჩევანი. ეს არ არის ძალიან სახარბიელო",-ამბობს მაღრაძე. დავით მაღრაძის თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყნის მართვის სტილით პრობლემატურია. "პრობლემაა "ქართული ოცნება", პრობლემატურია მართვის სტილისტიკა, აზრონვების კატეგორია, სულ პრობლემატურია. მოსამართლეების მაგალითიც საკმარისია. აქ მოსამართლეეებს არ ეხებათ, ეს არ არის ვიწყო ერთი უწყების საგანი. ქვეყნის სამართალს ეხება.",-ამბობს მაღრაძე.